Search results: 0

Book now
  • GEO
  • ENG
  • RUS
Book now

სპა და ველნესი

თერმული სპა და ველნესი

სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომელიც საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტი.

გამაჯანსაღებელი პროცედურები:

  • HYDROCOLONOTHERAPY_icon

    ჰიდროკოლონოთერაპია

    ნაწლავების გამორეცხვა თერმული, მინერალური წყლების საშუალებით. პროცედურა სასარგებლოა ქრონიკული კოლიტებისა და ჰემოროიდული (არა სისხლმდენი) დაავადებების დროს.

  • Dry_Massage_Icon

    მშრალი მასაჟი

    მასაჟის დროს ზეგავლენა ხდება ნერვულ, ჰუმორულ და მექანიკურ ფაქტორებზე. კანში უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, კანი ხდება ელასტიური და სრიალა. სახსრებში, იოგებში და მყესებში ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა.

  • Phisiotherapya

    ფიზიოთერაპია

    ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, გამწოვი, ანტისპაზმური მოქმედება.

თერმული სპა და ველნესი

კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს.

სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. პროცედურები:

  • UNDERWATER MASSAGE_icon

    წყალქვეშა მასაჟი

    კანში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში, კუნთოვან და მყესოვან ქსოვილებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამასთან ერთად, ცენტრალურ ნერვულ სისტემა, სისხლძარღვოვანი სისტემა, კანის დაავადებებიც.

  • Sharko_Shower_Icon

    შარკოს შხაპი

    აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ნივთიერებათა ცვლას,სხეულიდან შლაკების გამოდევნას, ეფექტურია ცელულიტებისა და სხეულის პროფილაქტიკისთვის.

  • Salt_Room_Icon_55x50

    ჰალოთერაპია (მარილის ოთახი)

    მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდი ემყარება ბუნებრივი მარილის მღვიმის ანალოგიური მიკროკლიმატის გამოყენებას. მკურნალობის პროცესში მთავარი მოქმედი ფაქტორია მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლი, რომელიც სპეციალური დანადგარის, ჰალოგენერატორის, საშუალებით მიეწოდება ჰალოკამერაში (მარილის ოთახში). მთელი ოთახი, კედლები და იატაკი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა მარილით.

საკურორტო პოლიკნინიკა

კურორტზე ფუნქციონირებს სადღეღამისო საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გერმანული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით.

კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი, აფთიაქი. კლინიკაში განთავსებულია უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური და თერაპიული კაბინეტები, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.

  • Pirveladi_Konsultatsia_Icon

    პირველადი კონსულტაცია

    ყველა პაციენტს ენიშნება მინერალური წყლების მიღების გრაფიკი და ორგანიზმზე მორგებული პროცედურები.

  • Instrumental_Research_Icon

    ლაბორატორიული კვლევა

    ზოგადი კლინიკური ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია.

  • Laboratoriuli_Kvleva_Icon

    ინსრუმენტული კვლევები

    ულტრაბგერითი კვლევა, ე.კ.გ. ანუ კარდიოგრამა.

მინერალური წყაროები

საირმის წყაროები მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, თითოეული მათგანის უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაადგინეს.

რომელ დაავადებებს კურნავს:

  • Drop1_logo

    ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები

    ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით.

  • Wyaroebi

    ნივთიერებათა ცვლის მოშლა

    შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი.

  • Drop3_logo

    კუჭ-ნაწლავისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებები

    წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით.

მინერალური წყაროები

საირმის, ჯადოსნური ადგილის, საიდუმლო მიწის სიღრმეში გეოლოგების მიერ აღმოჩენილი თერმული წყაროებია.

რომელ დაავადებებს კურნავს:

  • Obesity_Icon

    ჭარბწონიანობა

    ცელულიტების პროფილაქტიკა და სხეულის კორექცია.

  • Central_Nervous_System

    ცენტრალურ-ნერვული და ძვალსახსროვანი სისტემა

    ნეიროცირკულატორული დისტონია, უძილობა, ართრიტი, ართროზი, რევმატიული დაავადებები.

  • Urine_Peeling_Diseases

    შარდ-კენჭოვანი დაავადებები

    თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით.